საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
„მგონი საჭიროა, რომ თქვენც, ჩვენც, ყველამ ვისწავლოთ ერთიანობა, სიმშვიდე და სიწყნარე. სწორედ ამას მივეცი ხმა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პოლარიზაცია რაც ჩვენ ვნახეთ ამ წინასაარჩევნო პერიოდში და წინა პერიოდშიც, დასრულდება. იმიტომ, რომ ამ ქვეყნისთვის უნდა დასრულდეს, თუ არა ხეირობს მხოლოდ ერთი, ჩვენი მეზობელი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
დღეს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 თვითმმართველ თემსა და 24 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 088 722-ს შეადგენს. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.