„იმედია ყველაფერი გაირკვევა, ეს ყოფითი მოწამვლაა თუ გარკვეული ზემოქმედება იყო" - მეუფე შიო

პუბლიკა

„ღვთის შეწევნით ვარ კარგად”, – განუცხადა პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამებაში პეტრეპავლობის წირვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს.

ეს მეუფე შიოს პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც მისი მოწავლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

მისი განმარტებით, მზად არის, ჩაიტაროს ხელმეორედ გამოკვლევები, საიმისოდ, რომ გაირკვეს, რას უკავშირდებოდა მოწამვლა.

„გილოცავთ ყველას პეტრეპავლობას, ღვთის შეწევნით ვარ კარგად. ალბათ უნდა ჩატარდეს [კვლევები], ექიმები გვირჩევენ. იმედია რომ ყველაფერი გაირკვევა, ეს ყოფითი მოწამვლაა, თუ გარკვეული ზემოქმედება იყო, ამას ზუსტად ვერ მოგახსენებთ”, – ამბობს მეუფე შიო.

5 ივლისს ტელეკომპანია „მთავარმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი მოწმალეს.

6 ივლისს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ მიტროპოლიტი შიოს სისხლის ანალიზში მართლაც აღმოჩნდა გარკვეული ცვლილებები. ჯაღმაიძის ცნობით, ანალიზის მიხედვით, მეუფე შიოს სისხლში მეტალების შემცველობა დაშვებულზე მეტია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეუფე შიო მუჯირის საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.