„იმედის“კვლევა: გამოკითხულთა 46% „ხალხის ძალის“ ქმედებებს და შეხედულებებს ეთანხმება

პუბლიკა

ტელეკომპანია “იმედმა” საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრ GORBI-ის კვლევა დაუკვეთა. კვლევის შედეგები ტელეკომპანიამ დღეს წარმოადგინა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ერთ-ერთი კითხვა მოძრაობა „ხალხის ძალა“ ქმედებებს ეხებოდა. „ხალხის ძალა“  მმართველი პარტიიდან წამოსულმა დეპუტატებმა დააფუძნეს. მათი რიტორიკა და გზავნილები ძირითადად ანტიევროპული და ანტიამერიკულია.

გამოკითხვის თანახმად, კითხვაზე, ეთანხმებით თუ არა მოძრაობა „ხალხის ძალის“ ქმედებებსა და შეხედულებებს? გამოკითხულთა 46% ამბობს, რომ ეთანხმება „ხალხის ძალის“ ქმედებებს და შეხედულებებს, 1% ნაკლები, 45% ამბობს, რომ არ ეთანხმება, არ იცის ან პასუხზე უარს ამბობს რესპონდენტთა 9%.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა, GORBI-მ ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევით, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 2024 რესპონდენტი. საველე სამუშაოები GORBI-მ 17-30 ნოემბერს ჩაატარა. კვლევის ცდომილების ზღვარია +/- 2.5 %