ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი არის პირადი და დიდ იმედს გამოვთქვამ, ამას არ მოჰყვება დამატებითი პოლიტიკური სპეკულაციები, – განუცხადა ჟურნალისტებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტიდან გადამდგარმა მიხილ ბატიაშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
„ამასთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები მქონდა პრემიერ-მინისტრთან. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა მას იმისათვის, რომ პირადად აქტიურად არის ჩართული რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროცესებში“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.