„ბატიაშვილის გადადგომას წინასაარჩევნო პერიოდს ვუკავშირებთ“ – თამარ მოსიაშვილი

ლიკა ზაკაშვილი

მინისტრ ბატიაშვილის გადადგომას წინაასარჩევნო პერიოდს უკავშირებს განათლების ექსპერტი თამარ მოსიაშვილი. მისი თქმით, ბატიაშვილის მინისტრობის პერიოდში დადებითი იყო მასწავლებელთა ხელფასის მატებასთან დაკავშირებული ცვლილებები, უარყოფითი კი ის, რომ სისტემა ბატიაშვილის მინისტრობის დროს მეგაპროექტებისა და გაზრდილი დაფინანსების გამო უფრო ცენტრალიზებული გახდა. ‘

„მინისტრის ბატიაშვილის გადადგომა ჩვეულებრივი ამბავია. მოგეხსენებათ, რომ განათლების სექტორში მინისტრების დასაქმების ხაგრძლივობა მაქსიმუმ ორი წელია ხოლმე და ვუკავშირებ წინასაარჩევნო პერიოდსა და სიტუაციას.“

განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი თანამდებობას ტოვებს , – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გახარიას განმარტებით, გადადგომის თხოვნით მას თავად ბატიაშვილმა მიმართა.