მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს

პუბლიკა

განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი თანამდებობას ტოვებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გახარიას განმარტებით, გადადგომის თხოვნით მას თავად ბატიაშვილმა მიმართა.

„მიხეილ ბატიაშვილის თხოვნაა, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენ ბატონ მიხეილს მადლობა უნდა გადავუხადოთ გაწეული შრომისთვის, იმ სისტემური და უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყებისთვის, რასაც ჰქვია განათლების სისტემის სისტემური რეფორმა და რა თქმა უნდა, იმ მიღწევებისთვის, რომელიც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა როგორც სპორტში, ასევე კულტურის მიმართულებით”, – განაცხადა გახარიამ.