იმნაძე: თბილისში კორონავირუსის შემთხვევების 80 პროცენტი უკვე „ომიკრონია“

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, თბილისში კორონავირუსის შემთხვევების 80 პროცენტი უკვე „ომიკრონის“ შტამია. ამის შესახებ იმნაძემ პირველი არხის ეთერში ისაუბრა.

„დღეს თბილისში უკვე 80 პროცენტამდე „ომიკრონია“ ყველა შემთხვევის, რაც არის კორონავირუსის შემთხვევები, იქიდან 80 პროცენტი არის „ომიკრონი“. საქართველოს რეგიონებში ჯერ კიდევ 40-დან 60 პროცენტამდე მერყეობს რეგიონების მიხედვით, მაგრამ საშუალოდ ქვეყანაში მოცირკულირე 70 პროცენტი არის „ომიკრონი“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.