ინაშვილი „ქართულ ოცნებას" - პოლიტიკური პარტნიორი სანატრელი გაგიხდებათ

პუბლიკა

„თქვენ არ გაქვთ არც მორალური უპირატესობა,  არც არანაირი პოლიტიკური წონა, რომ თავს უფლება მისცეთ, დაახარისხოთ პოლიტიკური სპექტრი, პროდასავლურებად და პრურუსულებად“, – მიმართა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა ირმა ინაშვილმა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს.

„აქედანვე გეუბნებით, პოლიტიკური პარტნიორი სანატრელი და სანთლით საძებნელი გაგიხდებათ, ისეთ ვითარებაში აღმოჩნდებით 2020 წელს. თუ თქვენ საკუთარ თავს არწმუნებთ იმაში, რომ 60%-ს აიღებთ  და არავინ თურმე არ გჭირდებათ, მაშინ ეს ცვლილებები რაში გჭირდებათ? ცოტა მიწაზე დაეშვით, ბატონო ირაკლი”, – მიმართა მან ირაკლი კობახიძეს.

„თავი დაანებეთ ნაცების ნარატივში ტივტივს. თქვენგან რამდენი კაცი დადის რუსეთში და ვინ ვის ელაპარაკება, მაგაზე ცალკე ვილაპარაკოთ შესვენების მერე”, – თქვა „პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა.

პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, დეპუტატები კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს განიხილავენ, რომლის მიხედვითაც 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს.