ინფიცირების შემთხვევები 3-ით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 8-ით გაიზარდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 635-იდან 638-მდე  გაიზარდა. მონაცემები StopCov.ge-ზე განახლდა. 309-იდან 317-მდე გაიზარდა Covid19-ისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სურათი კი ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 638
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 317
  • მათ შორის გარდაცვლილი – 10
  • კარანტინის რეჟიმში – 4896
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 444
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3