ინგა გრიგოლია ტვ "პირველის" დირექტორობიდან გადადგა

პუბლიკა

ინგა გრიგოლია ტვ „პირველის“ დირექტორობიდან გადადგა. ის არხზე „რეაქციის“ წამყვანად რჩება და რამდენიმე გადაცემის პროდიუსერი იქნება.

გრიგოლია წერს, რომ დირექტორის პოზიციას ვატო წერეთელი დაიკავებს და ეს გადაწყვეტილება ოჯახთან დაკავშირებული საკითხების გამო მიიღო.

„ამიტომ გადავწყვიტე, მოვიხსნა ეს პასუხისმგებლობა, რომ არ დავაზარალო არც საქმე და არც ოჯახი. რომ როდესმე, ჩემი ტელევიზიის ჟურნალისტების თავისუფლებაზე არ მოვახდინო თუნდაც ირიბი გავლენა“, – წერს გრიგოლია.