ინიციატივა კანონპროექტის მცირე ცვლილებით შემობრუნებაზე არის ნონსენსი - კობახიძე

პუბლიკა

უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდგომ, ირაკლი კობახიძემ განაცხდა, რომ არც-ერთი შემოთავაზებული ვერსია ჩავარდნილ კანონპროექტთან დაკავშირებით, არ არის თანხვედრაში მოქმედ სამართლებრივ ჩარჩოსთან.

„რამდენიმე შემოთავაზება მოვისმინეთ, რომელიც არცერთი არ არის თავსებადი მოქმედ სამართლებრივ ჩარჩოსთან, ერთი ეს იყო გერმანიული მოდელი, რომელიც ითვალისწინებს, იმას რომ პროპორციული წესით ნაწილდება 150-ვე მანდატი. ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია რომ 77 დეპუტატი აირჩევა პროპორციული წესით და 73 დეპუტატი აირჩევა მაჟორიტარული წესით , აქ არის თავსებადობის პრობლემა.

მეორე მოვისმინეთ ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ მცირე ცვლილებების შემთხვევაში შეიძლება შემობრუნდეს კანონპროექტი პარლამენტში, ესეც არის ნონსენსი.

მსგავსი რამ არც კონსტიტუციაში, არც რეგლამენტში, არსად არ წერია. მესამე: ერთ-ერთმა ადვოკატმა განაცხადა რომ ჩავარდნილი არ იყო ეს პროექტი და შესაბამისად შეიძლებლოდა მისი განხილვის გაგრძელება, რაც იყო მესამე ნონსენსი.

ესეც აჩვენებს იმას, რომ იყო სამი სამართლებლრივი შემოთავაზება და სამივე ეფუძნებოდა იურიდიული პრინციპებისა და რეგულაციების არცოდნას“,- განმარტავს კობახიძე.

მან პარტიებს მოუწოდა მოემზადონ 2020 წლის არჩევნებისთვის და ხალხს ესაუბრონ.

„რიგგარეშე იქნება არცევნები თუ არ იქნება რიგგარეშე, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენთვის პოლიტიკური მოცემულობა არ იცვლება, ერთ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც დამაჯერებლად მოვიგებთ.უფრო მეტად სპეკულაციურია ეს მოთხოვნა, ეს მათაც არ აწყობთ. ჯერ იყო საუბარი რიგგარეშე არჩევბეზე, რაც ჩვენთვის არაფერს არ ცვლის, ახლა არის საუბარი ე.წ. გერმანულ მოდელზე, რაც არ არის თავსებადი კონსტიტუციასთან“,- განაცხადა კობახიძემ.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე, ადვოკატი ზვიად კორძაძე და პარლამენტარი ეკა ბესელია მიიჩნევენ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელი ცვლილებების კანონპროექტი არ ჩავარდნილა.

„შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ შექმნილი მძიმე კრიზისიდან პოლიტიკური და სამართლებრივი გამოსავალი „გერმანული საარჩევნო სისტემაა“, რომელიც ჯერ კიდევ 2016 წლის ზაფხულში იყო პარლამენტში ინიცირებული.

 

LB loan image desktop LB loan image mobile