ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა მიიღო

პუბლიკა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

ცვლილებებს 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პარლამენტის 7-მა წევრმა პროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა.

პარლამენტი აღნიშნულ კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს.

კანონპროექტით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება და იქმნება სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.

საქართველოში მომუშავე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა აღნიშნულ ინიციატივაზე უკიდურესი შეშფოთება გამოთქვეს და ის კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ დაგეგმილ თავდასხმად, ინსტიტუტის დამოუკიდებლობისა და ნდობის რღვევად შეაფასეს.

მმართველმა გუნდმა კრიტიკა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც მიიღო.

LB loan image desktop LB loan image mobile