ინსპექტორმა ციხის კადრების დაუბლარავად ჩვენების გამო სამინისტრო დააჯარმა

პუბლიკა

სახელმწიფო ინსპექტორმა დაადგინა, რომ სამინისტროს ჰქონდა ამ ჩანაწერების შენახვის უფლებამოსილება, – საუბარია იუსტიიციის მინისტრის მიერ პარლამენტში ციხის კამერების ჩანაწერებზე და კომიტეტის სხდომაზე მის ჩვენებაზე.

შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე პენიტენციურ დაწესებულებებზე ომბუდსმენის სპეციალური ანგარიშის განხილვისას ციხიდან ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერი წარადგინა და ომბუდსმენის წარმომადგენლის ჩაცმულობა და ქცევა გააკრიტიკა.

როგორც „პუბლიკას” ინსპექტორის სამსახურში განუცხადეს, ამ ფაქტთან დაკავშირებით სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ სამინისტროს ჰქონდა ამ ჩანაწერების გასაჯაროების ინტერესი, თუმცა სამსახურმა არაკანონიერად მიიჩნია ამ ჩანაწერებზე აღბეჭდილი პირების სახეების ჩვენება.

„ანუ, იუსტიციის სამინისტროს ეს ჩანაწერები უნდა ეჩვენებინა იდენტიფიცირების გარეშე (დაბლარული). ამის გამო მათ დაეკისრათ ჯარიმა”, – აცხადებენ სახემწიფო ინსპექტორის სამსახურში.