ინტელექტკლუბი „რა? სად? როდის?“ - სოლოღაშვილის სტატუსმა ჩვენი აღშფოთება გამოიწვია

პუბლიკა

„ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში „რა? სად? როდის?“ შემოქმედებითმა ჯგუფმა მიიღო ბევრი შეკითხვა ანდრო სოლოღაშვილის თაობაზე, რომლის ფბ-სტატუსმაც ფეისბუქ-მომხმარებელთა, მათ შორის ჩვენი აღშფოთებაც გამოიწვია”. – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც ინტელექტკლუბი ავრცელებს.

მათი განცხადებით, ანდრო სოლოღაშვილი თამაშობდა სატელევიზიო ინტელექტ-კლუბში 2014 წლის შემოდგომამდე, რის შემდეგაც მისი „მოაზროვნის“ სტატუსი აღარ განახლებულა და მომავალშიც არ იგეგმება.

„ანდრო სოლოღაშვილს უკვე თითქმის 9 წელია არანაირი შეხება არა აქვს ინტელექტ-კლუბთან, ამიტომ მოცემულ მომენტში მისი რაიმე ფორმით დაკავშირება ტელე-პროექტთან „რა? სად? როდის?“ დაუშვებელი და მიუღებელია”. – აცხადებენ კლუბში.

ანდრო სოლოღაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ტრანსფობიური და სიძულვილის გამომხატველი სტატუსი დაწერა.