ჰოლანდიური კინოთეატრი „კრიტერიონი“ ავრცელებს ფრაგმენტს ფილმიდან „და ჩვენ ვიცეკვეთ“. ამსტერდამში ფილმის ჩვენება, დღეს 7 ნოემბერს გაიმართება. ფილმის ჩვენების შემდეგ კი დრო დაეთმობა საქართველოში ლგბტ+ უფლებებსა და ქვიარ აქტივიზმს.
ქართულ-შვედური ფილმის ჩვენება საქართველოში 8-10 ნოემბერს გაიმართება.