იონათამიშვილი: გსაყვედურობენ, სააკაშვილზე არ ისაუბრაო, დიახ, მინისტრი პერსონალიებზე არ უნდა საუბრობდეს

პუბლიკა

პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას იუსტიციის მინისტრს მიხეილ სააკაშვილი არ უხსენებია, მან ზოგადად ისაუბრა პატიმართა უფლებების დაცვისთვის უწყების მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ.

მინისტრის გამოსვლის შემდეგ დარბაზში სიტყვით გამოვიდა უმრავლესობის დეპუტატი რატი იონათამიშვილი. მისი თქმით, სწორია, რომ მინისტრმა სიტყვით გამოსვლის დროს არ ისაუბრა პერსონალიებზე.

„საქართველოს პარლამენტში ოპოზიციიდან არჩეულია 66 დეპუტატი. როდესაც ამ 66 დეპუტატიდან მხოლოდ 8 ესწრება იუსტიციის მინისტრის საათს, ეს ნიშნავს, რომ ამ პატივცემულებს შეკითხვის დასმის უნარიც კი არ აქვთ. როდესაც საყვედურობენ ბატონ რატის, რომ სააკაშვილზე არ ისაუბრეთო, ბატონმა რატიმ ისაუბრა პატიმრების უფლებებზე და შესაბამისად ისაუბრა სააკაშვილზეც, პერსონალიებზე დიახ, მინისტრი არ უნდა საუბრობდეს, მით უმეტეს პარლამენტის ტრიბუნიდან არ უნდა საუბრობდეს.“ – განაცხადა რატი იონათამაშვილმა.