„იქ ტრი ტრის არ ვეძახი, იქ ვიძახი ანტონიი“ – ბერა ივანიშვილი

პუბლიკა

ბერა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა ფარული ჩანაწერებიდან იმ მონაკვეთს ეხებოდა სადაც ის ამბობს „ტრი… ტრიი…“

ბერა ივანიშვილის თქმით, ჩანაწერის ეს მონაკვეთიც 2010-2011 წლებშია ჩაწერილი.

„ეს ტრი ტრი საიდან გაიგეს, არ ვიცი. 2010-2011 წლებში მე და ღარიბაშვილი ხშირად დავდიოდი საფრანგეთში ჩვენს მუსიკალურ საკითხებთან დაკავშირებით. ირაკლიმაც ფრანგული კარგად იცის. ჩვენ ასე ხუმრობით ფრანგულ სახელებს ვეძახდით ერთამანეთს. იქ ტრი ტრის არ ვეძახი, იქ ვიძახი ანტონიი!“ – განაცხადა ბერა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ეს სიტყვები მისი არც ერთი სიმღერის ტექსტს არ უკავშირდება.

„დიახ, მე როგორც ვიცი, ისინი ჩემს სიმღერაში ქათმების ხმას ეძებდნენ და როცა ვერ იპოვეს, თოლიების ხმასაც დასჯერდნენ“. – განაცხადა ბერა ივანიშვილმა.


ბერა ივანიშვილი ამ ფრაზაში, სავარაუდოდ ჰომოფობიურ განწყობას ამჟღავნებს. „პუბლიკა“ გმობს და ემიჯნება ჰომოფობიურ გამონათქვამებს.