იქმნება საბჭო, რომელიც იმუშავებს საწარმოთა რეფორმის სტრატეგიაზე - ღარიბაშვილი

პუბლიკა

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იქმნება სახელმწიფო საწარმოების საბჭო, რომელიც შეიმუშავებს ამ საწარმოთა რეფორმის სტრატეგიას.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა აქტიურად მუშაობს სახელმწიფო საწარმოების  რეფორმაზე, რომლის შედეგად, მათი მართვა კორპორაციული მართვის უმაღლეს სტანდარტებს უნდა დაუახლოვდეს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ვქმნით სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭოს, რომელიც შეიმუშავებს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სტრატეგიას, კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, ასევე უზრუნველყოფს და მეთვალყურეობას გაუწევს რეფორმის დანერგვას ყველა ეტაპზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოში სახელმწიფო საწარმოებს აქვთ საკმარისი პოტენციალი, რომ წამყვანი როლი შეასრულონ ეკონომიკის გარკვეული დარგების განვითარებაში“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.