ირაკლი (დაჩი) ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა

პუბლიკა

ირაკლი (დაჩი) ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაციას სამთავრობო მედია ავრცელებს.

2025 წელს დაჩი ბერაიამ სამი თანამდებობა შეიცვალა: 16 ივნისს  შემოსავლების სამსახურის უფროსად დაინიშნა, იქამდე, 3 აპრილს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად,  უფრო ადრე კი, 13 იანვარს იუსტიციის მინისტრის ანრი ოხანაშვილს მოადგილედ.

ბერაია სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო. 2016-2022 წლებში ის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი იყო, 2023-25 წლებში კი ფსევდოოპოზიციურ „ხალხის ძალაში“ გაერთიანდა.

აუდიტის სამსახურის უფროსად 2025 წლის 11 ივნისს პარლამენტმა ყოფილი გენპროკურორი, დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული გიორგი გაბიტაშვილი დაამტკიცა.

ანტიკორუფციული ბიუროსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გაუქმების შემდეგ ამ უწყებების უფლებამოსილებებიც აუდიტის სამსახურს დაეკისრა.

აუდიტის სამსახურია პასუხისმგებელი, მაგალითად, „რუსული კანონის“ და „გრანტების შესახებ“ კანონის აღსრულებაზე, თანამდებობის პირების, პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დეკლარაციების შეგროვებასა და მონიტორინგზე.