ირაკლი ღარიბაშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა

პუბლიკა

ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.

ღარიბაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ევროკომისიას რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ძალზედ პროდუქტიული შეხვედრა მქონდა ურსულა ფონ დერ ლეიენთან, ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების მომავალთან დაკავშირებით.

მადლობას ვუხდი ევროკომისიას, კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს დახმარებისთვის. საქართველო ერთგულია ევროპული მომავლის“, – წერს პრემიერი.