ირაკლი კობახიძე: გამოვიდნენ და კაცურად დააწესონ სანქციები

პუბლიკა

„სანქციებზე საუბარი მუდმივად ისმის. ხან უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები ემუქრებიან ბიძინა ივანიშვილს, ხან EPP, ხან ევროპარლამენტში ემუქრებიან. გამოვიდნენ და კაცურად დააწესონ ეს სანქციები, პირდაპირ თქვან, საზოგადოებაც უფრო კარგად გაიგებს ამ შემთხვევაში, რას ითხოვენ ეს ადამიანები ბიძინა ივანიშვილისგან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში,გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა თავად განაცხადა, რომ მის მიმართ არაფორმალური სანქციები მოქმედებს.

„ბიძინა ივანიშვილმა თავადაც განაცხადა, თავის წერილში, რომ მის მიმართ არაფორმალური სანქციები მოქმედებს. მისგან ელიან რაღაცას და იმის გამო, რომ ამ რაღაცას არ აკეთებს, ანუ არ ბრუნდება მისი ნების წინააღმდეგ პოლიტიკაში რაღაცის გასაკეთებლად, ამის გამო მიდის მასზე შანტაჟი არაფორმალური მეთოდებით, ანუ მოქმედებს ერთგვარი არაფორმალური სანქციები. მას გაჩერებული აქვს თანხები შვეიცარიაში. როცა მოდის მერე მუქარა, გამოვიდნენ და კაცურად დააწესონ ეს სანქციები, პირდაპირ თქვან, საზოგადოებაც უფრო კარგად გაიგებს ამ შემთხვევაში, რას ითხოვენ ეს ადამიანები ბიძინა ივანიშვილისგან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

  • 18 ნოემბერს „ევროპის სახალხო პარტიამ“ საქართველოზე რეზოლუცია მიიღო. „ევროპის სახალხო პარტია” (EPP) ევროკავშირსა და პარტნიორებს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებს, საქართველოს მთავრობას კი მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ.
  • რეზოლუციის ტექსტში წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა და ადეკვატურ მკურნალობაზე უარის თქმა გრძელდება, სააპელაციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას საქმეზე კი აძლიერებს საქართველოს დემოკრატიულ რეგრესს. „პოლიტიკური ბრალდებების შესახებ “მთავარი არხის” მმართველი დირექტორის ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მხოლოდ აძლიერებს საქართველოს დემოკრატიულ რეგრესს და ქვეყანაში რუსეთის გავლენას, რომელიც გამოწვეულია ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობით და შემდგომში სახელმწიფოს ხელში ჩაგდებით”, – წერია რეზოლუციაში.
LB loan image desktop LB loan image mobile