ირაკლი კობახიძემ ხუთ რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა

პუბლიკა

პრესსამსახურის ცნობით, „ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ხუთ რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა.

მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა დაიკავა ალექსანდრე ზაგაშვილმა, შიდა ქართლში – სიმონ გულედანმა, სამცხე-ჯავახეთში – ზაალ გელაშვილმა, გურიაში – გიორგი ღურჯუმელიძემ, ხოლო ქვემო ქართლში – ლევან ხარაბაძემ.

პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ კობახიძემ ახლად დანიშნულ სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრაზე თქვა, რომ რეგიონების განვითარებასთან დაკავშირებული პროექტების ეფექტიანად განხორციელებას კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა და „ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რეგიონებს ჰყავდეს გამოცდილებით, პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით გამორჩეული ხელმძღვანელები“.