„ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
პარტიის ინფორმაციით, ის თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში აგრძელებს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 47 486 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 12 101 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 14 764 პირი, გარდაიცვალა 45 ადამიანი.