ირაკლი კობახიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

პარტიის ინფორმაციით, ის თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში აგრძელებს.


Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 47 486 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 12 101 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 14 764 პირი, გარდაიცვალა 45 ადამიანი.