ირაკლი კობახიძეზე შექმნილი პლაკატი პოლიციელმა აქტივისტს წაართვა - სავარაუდოდ, დააკავეს 2 ადამიანი

პუბლიკა

„ირაკლი გაადჟვი პარლამენტიდან“, „გადადგეს გომელაური“ – ამ პლაკატებით აქტივისტები კანცელარიასთან შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეები შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლების განცხადებებს აპროტესტებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ამ განცხადებების გამო უნდა დატოვონ თანამდებობა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.

აქციის დაწყებიდან მალევე ადგილზე მივიდა პოლიცია. პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს მოსთხოვეს პლაკატების ჩამოხსნა კანცელარიის ირგვლივ არსებული ღობიდან, რაზეც უარი მიიღეს. ერთ-ერთმა აქტივისტმა პლაკატი ხელში დაიჭირა, რა დროსაც პოლიციელი მას მიუახლოვდა და პლაკატი ხელიდან გამოგლიჯა.

აქტივისტის, მარი ყანცაველის ვიდეოლაივიდან ჩანს, რომ აქციაზე პოლიცელებმა მანქანაში ძალით ჩასვეს და გადაიყვანეს ერთი ადამიანი. „პუბლიკა“ ცდილობს შსს-თან ინფორმაციის დაზუსტებას.

განახლება: აქტვივისტები აცხადებენ, რომ დაკავებულია 2 ადამიანი.