ირაკლი რუხაძე ადასტურებს, რომ „ლიბერთი ბანკს" ყიდის 

პუბლიკა

ირაკლი რუხაძე ადასტურებს, რომ „ლიბერთი ბანკს” ყიდის და მოლაპარაკებეს აწარმოებს როგორც „ბაზისბანკთან”, ისე სხვებთან.

„ველაპარაკებით „ბაზის ბანკს”. მოლაპარაკებები არ დასრულებულა და იმასაც ვერ გეტყვით, რომ დასრულდება ან როგორ დასრულდება, უბრალოდ მიდის ლაპარალი. მთავარი, ვისთანაც ლაპარაკი მიდის, „ბაზის ბანკია”. შეიძლება, პროცესი სხვანაირად წავიდეს ან საერთოდ უარი ვთქვათ გაყიდვაზე, რაც გავაკეთეთ 2 წლის წინ”. – უთხრა ირაკლი რუხაძემ „ტვ პირველს”.

„ლიბერთი ბანკი” საქართველოში აქტივების ზომით სიდიდით მესამე ბანკია.

ბანკის უახლესი ფინანსური მონაცემებით, მისი მფლობელები არიან „ჰანიველ პარტნერსის” დამფუძნებლები ირაკლი რუხაძე (31.4%), ბენჯამენ მარსონი (31.4%) და იგორ ალექსეევი (31.4%).

„ბაზის ბანკი” კი სიდიდით მეოთხეა. მას ჩინური „ჰუალინგ ჯგუფი” ფლობს.