ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორობის კანდიდატად წარადგინეს

პუბლიკა

ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე შესაძლოა, გენერალური პროკურორი გახდეს. საპროკურორო საბჭოს განცხადებით, მისი კანდიდატურა საბჭოს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარუდგინა.

შოთაძის გარდა, საპროკურორო საბჭოს გენპროკურორობის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატად დასარეგისტრირებლად იურისტმა დავით კოდანაშვილმაც მიმართა.

საპროკურორო საბჭოს განცხადებით, ამ დროისთვის გენერალური პროკურორობის სულ 9 კანდიდატია წარდგენილი.

ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის თანამდებობიდან 2018 წლის 31 მაისს წავიდა. ეს გადაწყვეტილება შოთაძემ სარალიძის მკვლელობის საქმეზე დაწყებული პროტესტის შემდეგ მიიღო.

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ბოლო გენპროკურორმა, შალვა თადუმაძემ პოსტი დატოვა. შემდეგ კი ის უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩიეს.