ირანი ისრაელს ბალისტიკური რაკეტებით უტევს

პუბლიკა

ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA იტყობინება, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ასობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

ეს არის პასუხი ისრაელის მიერ განხორციელებულ  იერიშებზე, რომელთა შედეგადაც განადგურდა ბირთვული ობიექტები, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, მაღალი რაგნის სამხედრო მეთაურები.

ისრაელი აცხადებს, რომ ისინი ირანიდან გაშვებული რაკეტების ჩამოგდებას ცდილობენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მუშაობს საჰაერო თავდაცვის სისტემები.


ისრაელმა პარასკევს, გამთენიისას ირანში სამხედრო ობიექტებზე ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიშები მიიტანა.

ამ იერიშებმა, ირანის სახელმწიფო მედიის თანახმად, იმსხვერპლა ისლამური რევოლუციური გვარდიის მეთაური ჰოსეინ სალამი, რამდენიმე მაღალი რანგის სამხედრო პირი და მეცნიერი.