Reuters-ის ცნობით, ირანმა კორონავირუსით ინფიცირების 13 ახალი შემთხვევა, ხოლო ვირუსით გარდაცვალების 2 შემთხვევა დაადასტურა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერი, კიანუშ ჯაჰანპური ავრცელებს.
ირანში დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 18, ხოლო გარდაცვალების 4 შემთხვევა აღინიშნებოდა.
კორონავირუსის ეპიდაფეთქება პირველად ხუბეის პროვინციაში, ქალაქ ვუჰანში დაფიქსირდა. 20 თებერვლისთვის ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 889-ით გაიზარდა, ხოლო გარდაცვლილთა – 118-ით.
კონტინენტურ ჩინეთში დღემდე ინფიცირების 75 000 შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსით გარდაცვლილია 2 236 ადამიანი.