ირანში კორონავირუსით ინფიცირების 13, გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ვასკა მათითაიშვილი

Reuters-ის ცნობით, ირანმა კორონავირუსით ინფიცირების 13 ახალი შემთხვევა, ხოლო ვირუსით გარდაცვალების 2 შემთხვევა დაადასტურა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერი, კიანუშ ჯაჰანპური ავრცელებს.

ირანში დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 18, ხოლო გარდაცვალების 4 შემთხვევა აღინიშნებოდა.

კორონავირუსის ეპიდაფეთქება პირველად ხუბეის პროვინციაში, ქალაქ ვუჰანში დაფიქსირდა. 20 თებერვლისთვის ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 889-ით გაიზარდა, ხოლო გარდაცვლილთა – 118-ით.

კონტინენტურ ჩინეთში დღემდე ინფიცირების 75 000 შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსით გარდაცვლილია  2 236 ადამიანი.