ირანში მწვავე საპროტესტო აქციები გრძელდება. აქციების წინა ხაზზე ქალები არიან, რომლებიც პროტესტის ნიშნად წვავენ თავსაბურავებს. გუშინ თეირანის ცენტრში ათასობით ადამიანი უზენაესი ლიდერის, ალი ხომენეის წინააღმდეგ გამოვიდა. აქციის მონაწილეებმა გაანადგურეს ხომეინის პოსტერები.
მოსახლეობის ქუჩაში გამოსვლა 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილს მოჰყვა. „მორალის პოლიციამ “ მას არასწორად გაკეთებული თავსაბურავის გამო სცემა, რის გამოც ამინი კომაში ჩავარდა, 16 სექტემბერს კი გარდაიცვალა.
მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციელებმა 22 წლის ქალს ხელკეტით სცემეს. პოლიცია ამას უარყოფდა და აცხადებდა, რომ მაჰსა ამინი „გულის უეცარი უკმარისობით“ გარდაიცვალა, თუმცა ამინის ოჯახის მტკიცებით, ქალი ამ შემთხვევამდე სრულიად ჯანმრთელი იყო.
Protesters outside Sari’s second district town hall in Mazandaran province bring down pictures of Ruhollah Khomeini and Ali Khamenei, Iran’s two supreme leaders since the 1979 Islamic revolution, on day five of protests over the death of #MahsaAminipic.twitter.com/qx4SfV0YaL
— Shayan Sardarizadeh (@Shayan86) September 21, 2022
„მორალის პოლიციის“ ქმედებების გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში. უკვე მეხუთე დღეა, ირანში საპროტესტო აქციები არ წყდება. პროტესტი თეირანს გასცდა და აქციებმა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქი მოიცვა.
გუშინ, 20 სექტემბერს, თეირანის გუბერნატორმა, მოსენ მანსურმა twitter-ზე დაწერა, რომ აქციები ორგანიზებული და დაგეგმილი იყო, თეირანში არეულობის შესაქმნელად.
„დროშის დაწვა, გზებზე საწვავის დასხმა, ქვების სროლა, პოლიციაზე თავდასხმა, ნაგვის ურნებისთვის ცეცხლის წაკიდება, საზოგადოებრივი ქონების განადგურება და ა.შ. – ამას ჩვეულებრივი ხალხი არ ჩაიდენს“, – თქვა მან.
ბოლო ინფორმაციით, რაც საერთაშორისო მედიაში ვრცელდება, აქციებზე გარდაიცვლა 3 ადამიანი. უცნობია დაკავებულების რაოდენობა. სოციალურ ქსელებში ვრცელდება პოლიციასთან შეტაკებისა და ფიზიკური ძალადობის კადრები.
ქურთულმა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Hengaw-მა, რომელიც დაფუძნებულია ნორვეგიაში, განაცხადა, რომ აქციების შედეგად 221 ადამიანი დაიჭრა.
ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი ამჟამად ნიუ-იორკში იმყოფება გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, რასაც ნიუ-იორკშიც კი პროტესტი მოჰყვა.
ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისმა განაცხადა, რომ ირანის „მორალურმა პოლიციამ“ ბოლო თვეებში გაამკაცრა ზედამხედველობა, რაც მიზნად ისახავდა, რომ გაეკონტროლებინა ქალების მიერ ჰიჯაბის არასწორად ტარება. მათი თქმით, გადამოწმებულ ვიდეოებზე ჩანს, როგორ ურტყამდნენ ქალებს სახეში, ძალადობრივად ყრიდნენ პოლიციის ფურგონებში.
In the city of Gorgan, Golestan province, women of different ages set fire to their headscarves tonight on the fifth day of nationwide protests over the death of #MahsaAmini, 22, after her arrest by morality police for “improper” hijab.pic.twitter.com/GGaTltZ6go
— Shayan Sardarizadeh (@Shayan86) September 21, 2022
1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ირანის ხელისუფლებამ დააწესა, თუ როგორი უნდა იყოს ქალისთვის სავალდებულო ჩაცმულობა. წესი ავალდებულებს ყველა ქალს, ატაროს თავსაბურავი და თავისუფალი ტანსაცმელი, რომელიც შენიღბავს და არ გამოკვეთს მათ ფიგურებს. ქალების ჩაცმულობას აკონტროლებს „მორალის პოლიცია“. პოლიციას შეუძლია, ქალი გააჩეროს ქუჩაში, შეამოწმოს, რამდენად უჩანს თმა, რამდენად ვიწროა ტანსაცმელი. თუ პოლიცია გადაწყვეტს, რომ ქალმა დაარღვია წესები, მათ შეუძლიათ, ის დააჯარიმონ და ან დააპატიმრონ.
In Moalem Boulevard, Rasht, baton wielding riot police chase protesters but are quickly forced into retreat as protesters fight back amid the sound of gunshots in the background, on day five of protests in Iran over the death of Mahsa Amini.pic.twitter.com/g5nsLU6AZp
— Shayan Sardarizadeh (@Shayan86) September 21, 2022