IRI-ის კვლევა: კვირას რომ არჩევნები იმართებოდეს 26% „ოცნებას“, 14% - ენმ-ს, 9% გახარიას პარტიას მისცემდა ხმას

პუბლიკა

IRI-ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე ოქტომბრის 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები კვირას რომ იმართებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? – პირველ პარტიად 26%-მა ქართული ოცნება დაასახელა, ხოლო 14% „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემდა ხმას, 9 % კი გიორგი გახარიას პარტიას – „საქართველოსთვის“.

დანარჩენი პარტიების რეიტინგი ასე გადანაწილდა:

„ლეიბორისტული პარტია – შალვა ნათელაშვილი“ – 3%; „

„გირჩი, მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 2%;

„სტრატეგია აღმაშენებელი – გიორგი ვაშაძე“ – 2%;

„ლელო – მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე“ – 2%;

„პატრიოტთა ალიანსი“ – 2%;

„მოქალაქეები“ – 2%;

„ერი“ – ლევან ვასაძე – 1%;

„ევროპული საქართველო“ – გიგა ბოკერია – 1%;

„ხალხისთვის“ – ანა დოლიძე – 1%;

„დროა“ – ელენე ხოშტარია 1 %;

„გირჩი“ – 1%;

სხვა პარტიები – 1%.

„არ ვიცი“ უპასუხა – 20%-მა, პასუხზე უარი განაცხადა – 7 %-მა.


კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.