IRI- ის კვლევის შედეგები - ვის მისცემდით ხმას კვირას რომ არჩევნები იყოს?

პუბლიკა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტმა ახალი ეროვნული მასშტაბით ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

კვლევის თანახმად შემდეგ კვირას საპარლამენტო არჩევნები რომ იყოს, ამომრჩეველთა 33% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 33%;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია – 16%;

„ევროპული საქართველო“ – თავისუფალი დემოკრატები – 5%;

„ახალი საქართველო“ – სტრატეგია აღამშენებელი – 3%.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორის, რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი – 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 66 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.