IRI-ის რეიტინგში ეკლესიამ მე-2 ადგილზე გადაინაცვლა

პუბლიკა

IRI-ის კვლევის მიხედვით, ეკლესიის მიმართ გამოკითხულთა 85% კეთილგანწყობილია, რაც 4%-ით ნაკლებია მაისი-ივნისის კვლევის შედეგებთან შედარებით. წინა მონაცემებით, ეკლესია პირველ ადგილს იკავებდა, ახალი მონაცემების მიხედვით კი, 86%-ით ჯარი ლიდერობს. კვლევა პეტრე ცაავას სინოდიდან გარიცხვამდე ჩატარდა.

პარლამენტი რეიტინგში მე-8 ადგილზეა – გამოკითხულთა 61% საკანონმდებლო ორგანოს მიმართ არ არის კეთილგანწყობილი. კვლევის მიხედვით, სასამართლო ბოლოდან მეორე, ხოლო პრეზიდენტის ოფისი – ბოლოდან მესამე ადგილს იკავებს.

IRI-ს კვლევა 18 ნოემბერს გამოქვეყნდა. მონაცემები შეგროვდა 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. რესპონდენტებთან ჩატარდა პირისპირ ინტერვიუ.  კვლევისთვის შეირჩა 1 500 საქართველოში მცხოვრები სრულწლოვანი ადამიანები. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%;  საველე სამუშაოები ჩაატარა Institute of Polling & Marketing-მა. კვლევა დააფინანსა USAID-მა.

LB loan image desktop LB loan image mobile