ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდათ

პუბლიკა

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა კენჭი უყარეს „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრის ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს და ხმათა უმრავლესობით სამივეს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდათ.

ბოლშევიკური სამაგალითო დასჯის მეთოდად შეაფასა ირმა ინაშვილმა პარლამენტის გადაწყვეტილება, ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებს შორის, პირველად „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატების განცხადებები განეხილა.

„პატრიოტთა ალიანსმა“ მე-10 მოწვევის პარლამენტში 4 მანდატი მოიპოვა. ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით მიმართეს, თუმცა, „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის მეოთხე ნომერმა, ავთანდილ ენუქიძემ განაცხადა, რომ არ აპირებს სადეპუტატო უფლებოსილებაზე უარის თქმას და პარლამენტში შესვლას გეგმავს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე 31 დეკემბერს გამოქვეყნებული განკარგულებით ირკვევა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ სიის მეხუთე, მეშვიდე და მერვე ნომრებს ჩახსნის თაობაზე ცესკოსთვის არ მიუმართავთ, ესენი არიან გელა მიქაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი. დავით ზილფიმიანმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ თუ ადგილმონაცვლეობის პრინციპით საშუალება მიეცემა, ის პარლამენტში შევა.

3 იანვარს საკითხს გამოეხმაურა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი. ინაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკური პარტია პარლამენტში წარმოდგენილი არ იქნება, ხოლო სიის ბიზნესშემადგენლობის ნაწილზე მას ზემოქმედების ბერკეტი არ აქვს.

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, პარლამენტს ლეგიტიმაციას ვერ მანიჭებს ადგილმონაცვლეობის პრინციპით თუკი ვინმე შევა საკანონმდებლო ორგანოში.