ის არის მულტიფუნქციურ კლინიკაში - მდინარაძე სააკაშვილზე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში მმართველი პარტიის სხდომის დასრულების შემდეგ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ის საავადმყოფოშია და შესაბამისი სამედიცინო მომსახურება აქვს.

„ვერცერთმა ადამიანმა ვერ გასცა კითხვაზე პასუხი –  რა საჭიროება არსებობს დღეს, სამედიცინო თვალსაზრისით, რომელიმე თქვენგანს რომელიც ხართ ამაში დეტალურად გარკვეული თუ შეგიძლიათ მითხრათ, რა საჭიროება არსებობს, ანუ რა სამედიცინო სერვისის გაწევის საჭიროება არსებობს დღეს, რის გამოც ის უნდა გადავიდეს მულტიფუნქციურ კლინიკაში …

ამავე დროს დღეს გვესმოდა მოწოდებები გადაიყვანეთ საავადმყოფოში. საავადმყოფოშია. ის არის მულტიფუნქციურ კლინიკაში. მაგრამ თუ იმ საავადმყოფოში არ არის რაღაც სამედიცინო სერვისის გაწევის საშუალება, შეგიძლიათ ახლა მითხრათ,  რა სამედიცინო სერვისის საჭიროებაა, რაც არ ეწევა დღეს პატიმარ სააკაშვილს,”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღეს ასევე გაიმართა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაც, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდა. პარტიის წევრებსა და ირაკლი ღარიბაშვილს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 46-ე დღეა შიმშილობს.