ის რიტუალი შევასრულე, რაც სრულდება გარდაცვლილის საფლავთან - გოგი წულაიას პერფომანსი

პუბლიკა

„თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარემ, გოგი წულაიამ ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან წითელი კვერცხი, ღვინო და პასკა მიიტანა. წულაიას თქმით, მისი პერფორმანსი საკანონმდებლო ორგანოს გარდაცვალებას ასახავდა.

„ის რიტუალი შევასრულე, რაც სრულდება გარდაცვლილის საფლავთან. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი გუშინდელი, გუშინწინდელი პარლამენტის სხდომებით, რომ ეს პარლამენტი არის მკვდრადშობილი, 2016 წელს დაიბადა მკვდარი და ამ მკვდარს, ჩვენდა სამწუხაროდ, დავახრიგინებთ ხან თბილისში, ხან ქუთაისში და მათ კიდევ არ აქვთ გაცნობიერებული, რომ პარლამენტი ხელისუფლების ერთ-ერთი შტოა, რომელსაც აქვს ხალხისგან ლეგიტიმაცია”, – აცხადებს წულაია.