ისეთი პირი უჩანს, სამართალზე კი არა, მთლად მართლმსაჯულებაზე მეტყვიან უარს საბოლოოდ - გვარამია

პუბლიკა

ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა გვარამია საპატიმროდან Facebook-ზე წერილს ავრცელებს. ნიკა გვარამიას პატიმრობიდან დღეს 1 წელი გავიდა.

„ერთადერთი, რასაც ვითხოვ თუ მოვითხოვ, უზენაესმა სასამართლომ მომცეს გამამტყუნებელი განაჩენი (სხვაგვარს არც ველი), რომ სამართლიანობისთვის ბრძოლის ჩემი გზა გავაგრძელო სტრასბურგში. ისეთი პირი უჩანს, სამართალზე კი არა, მთლად მართლმსაჯულებაზე უარს მეტყვიან საბოლოოდ. თუმცა, მოთმინებით დაველოდები ვადის ამოწურვას 22 ივნისს და მერე გადავწყვეტ, როგორ ვიმოქმედებ.

დიდი მადლობა ყველას – ჩემს ნათესავებს, მეგობრებს, „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას“, კრიტიკულ მედიას, პოლიტიკოსებს და სამოქალაქო საზოგადოებას. ჩემს გულშემატკივრებს – ნაცნობებს თუ უცნობებს, ჩვენი სამშობლოს ნამდვილ გულშემატკივრებს, დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეთ ჩემი მოკრძალებული პერსონის მიმართ“, – წერს ნიკა გვარამია.

დღეს უზენაეს სასამართლოსთან „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობამ“ აქცია დააანონსა. ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით აქცია 27 მაისს, 18:00 საათზე პრეზიდენტის სასახლესთან გაიმართება.