ისევ განმეორდა გონების კარგვა და ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს - სააკაშვილი

პუბლიკა

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, რომელიც ამჟამად კლინიკა „ვივამედშია“, დღეს გონება დაკარგა და „ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს“.

„როგორც იცით, მიუხედავად საჭირო სამედიცინო პროცედურების ჩატარებისა, გასულ შაბათს (29 აპრილს) ორჯერ მქონდა გონების კარგვის ეპიზოდი.

გუშინ, 2 მაისს, კალიუმის ვარდნის გამო საჭირო გახდა შესაბამისი გადასხმების გაკეთება.

დღეს ისევ განმეორდა გონების კარგვა და ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს – გონების დაკარგვის გამო წავიქეცი და რკინის მაგიდას დავარტყი თავი.

მადლობა მინდა ვუთხრა ექთნებს, დროული დახმარებით მათ შეძლეს ჩემი მოსულიერება“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.


მიხეილ სააკაშვილის ოჯახი, ოპოზიციის, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ჰუმანიტარული მიზნებით სააკაშვილის პატიმრობიდან უცხოეთში სამკურნალოდ გაგზავნის მიზნით გათავისუფლებას მოითხოვს.

სააკაშვილის ადვოკატებმა კი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი გაგზავნეს.