ISFED: ჩვენს ვებგვერდზე არსანქცირებული შეტევა განხორციელდა

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, მათ ვებგვერდზე არასანქცირებული შეტევა განხორციელდა, შედეგად გვერდი არ მუშაობს.

„სამართლიანი არჩევნებისთვის“ დღეს გახდა ცნობილი, რომ 10 აპრილის ღამეს ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე (isfed.ge) არსანქცირებული შეტევა განხორციელდა. მომხდარის შედეგად ორგანიზაციის ვებგვერდი ამჟამად არ ფუნქციონირებს. მიმდინარეობს დეტალების მოძიება და ვებგვერდის აღდგენის სამუშაოები“, – აცხადებს ISFED.