ისნის საოლქოსთან დაკავებულ ექვს პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა – საქალაქო

პუბლიკა

ისნის საოლქო კომისიასთან დაკავებულთაგან ტიტე გედენიძის მიმართ სამართალწარმოება შეწყდა, ხუთს 3-დღიანი, ნიკა ფარულავას კი 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, მოსამართლე ნინო თარაშვილმა გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

„ფარულავას საკითხი, რომელსაც შეეფარდა ხუთი დღე, არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან შსს-ს წარმომადგენელმა თქვა, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მათ თვალთახედვის არეში მოხვდა ნიკუშა ფარულავა. ეს იყო ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიზანმიმართული დევნა და სასამართლომ დაადასტურა“, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი ცობეხიამ. მის კომენტარს „პირველი არხი“ ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ისნის საოლქო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე აღნიშნული პირები 4 ნოემბერს დააკავა. მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავების მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლებით მიმდინაროებდა.

 

LB loan image desktop LB loan image mobile