ისრაელი: ღაზაში სამხედრო ოპერაცია შეიძლება რამდენიმე თვე გაგრძელდეს

პუბლიკა

ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამხედრო ოპერაცია ღაზაში შეიძლება თვეები გაგრძელდეს.

იოავ გალანტის თქმით, „ამან, შესაძლოა, 2 ამ 3 თვეს გასტანოს, თუმცა, მის დასასრულს ჰამასი აღარ იარსებებს”.

„მანევრირების ოპერატიული ასპექტების თვალსაზრისით, ისრაელის თავდაცვის ძალებს ვერაფერი შეაჩერებს. ეს უნდა იყოს ჩვენი ბოლო ოპერაცია ღაზაში, იმიტომ, რომ მისი დასრულების შემდეგ ჰამასი აღარ იქნება”. – განაცხადა გალანტმა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა საჰაერო ძალებს და თქვა, რომ შემდეგი ეტაპი – სახმელეთო ოპერაცია, რომელსაც ყველა ელოდება, „მალე ჩატარდება”.

მინისტრმა მადლიერება გამოხატა საჰაერო ძალების მიმართ და თქვა, რომ „შემდეგი ეტაპი, ფართოდ მოსალოდნელი სახმელეთო ოპერაცია, “მალე დადგება”.

ღაზაში სახმელეთო ოპერაციის გადადება ისრაელს აშშ-მა, კერძოდ, თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ურჩია. The New York Times წერს, რომ აშშ-ს ჰამასის მიერ ტყვედ აყვანილი 222 ებრაელის გათავისუფლებისთვის მოსალაპარაკებლად დრო მოიგოს და ამასთან, პალესტინელი მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას გზა გაუხსნას.

მომვევნო 2 დღის განმავლობაში ისრაელში ნიდერლანდების პრემიერმინისტრს, მარკ რუტს და საფრანგეთის პრემიერს, ემანუელ მაკრონს ელოდებიან. გარდა ამისა, აშშ-ს მეტი დრო სჭირდება, მოემზადოს ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების  მხრიდან თავდასხმებისთვის და რომ ასეთი თავდასხმების რაოდენობა გაიზრდება მას შემდეგ, რაც ისრაელი ტერიტორიაზე შეიჭრება.

მიუხედავად ამისა, ბაიდენის ადმინისტრაცია მხარს უჭერს ისრაელის სახმელეთო ოპერაციას.

შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, კანადის, გერმანიისა და იტალიის ლიდერებმა მოუწოდეს ისრაელს, დაიცვას საერთაშორისო სამართალი და მშვიდობიანი მოსახლეობა. ამასთან, მხარს უჭერენ ისრაელის უფლება, დაიცვას თავი ტერორიზმისგან.

პარალელურად, გაერო აცხადებს, რომ ღაზელების ნაწილი სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ბრუნდება, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელმა ისინი მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ გააფრთხილა და სამხრეთით წასვლისკენ მოუწოდა.

გაეროს დახმარებისა და სამუშაოების სააგენტოს წარმომადგენელი, თომას უაითი ამბობს, რომ ეს ძალიან სახიფათოა, თუმცა, „პალესტინელები სამხრეთშიც იხოცებიან”.

UNRWA-ს საწყობებ კომპლექსს თავს 8000 ადამიანი აფარებს და მხოლოდ ცოტა პურით და წყლით კმაყოფილდება.

ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ეგვიპტიდან, რაფაჰის გავლით, ღზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების 14 სატვირთო შევიდა. მათ ადგილზე საჭირო წამლები, ცოტა საჭმელი და წყალი მიიტანეს.

ღაზის სექტორში წყლის დეფიციტია. ჰოსპიტლებში თითო პაციენტს დღეში მხოლოდ 1 ლიტრ წყალს აძლევენ.

ბოლო 2 დღის განმავლობაში ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების 35 მანქანა შევიდა. ეს მოსალოდნელსა და დღიური საჭიროების 8%-ია.

გრძელდება ისრაელის მიერ ღაზის ბლოკადა, რის გამოც საავადმყოფოებს ღაზაში არ აქვთ საწვავი და ელექტროენერგია, რაც ჩვილი ბავშვების სიკვდილის რისკს ზრდის.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელმა ღაზის სექტორში 320 სამიზნე დაბომბა, როგორც თავად ამბობს, „იმ ადგილებს ესროლა, სადაც ჰამასის წარმომადგენლები იმყოფებიან და ისრაელში უფრო მასშტაბურ თავდასხმას გეგმავენ”.

გარდა ამისა, ისრაელმა დარტყმები განახორციელა ლიბანში, ჰეზბოლას წინააღმდეგ.