ისრაელის საელჩო ქაღალდის ბურთის კენწვლაში სახალისო კონკურსს აცხადებს

პუბლიკა

ისრაელის საელჩო საქართველოში სახალისო კონკურსს აცხადებს. კონკურსის წესებს კი საელჩო facebook-გვერდზე აქვეყნებს. საელჩოს განცხადებით, თამაში დაკავშირებულია ბურთის მარათონული პრინციპით აკენწვლასთან.

მონაწილეები: ბურთის აკენწვლაში უნდა მონაწილეობდეს 2 ან 3 პირი, რომელთაგან 1 (თუ საერთო მონაწილეების რაოდენობა 2-ია), ან 2 (თუ საერთო მონაწილეების რაოდენობა 3-ია) უნდა იყოს გოგო. ასევე შესაძლებელია ყველა (ორივე ან სამივე) მონაწილე იყოს გოგო/ქალი;

კენწვლის პრინციპი: (2 მონაწილის პირობებში/მაგალითზე) ორივე მონაწილეს აქვს თავისი (თითო-თითო) ბურთი. კენწვლას იწყებს პირველი მონაწილე და მეორემ უნდა დაიწყოს/(ანუ) გააგრძელოს კენწვლა, სანამ პირველი დაკარგავს ბურთს, შესაბამისად, ამ დროს (თუ მეორემ მოასწრო დროულად დაწყება) თვლა გრძელდება – ამ მეორეს დარტყმებით. ამავე პრინციპით – სანამ მეორე კენწლავს, პირველმა უნდა მოასწროს, აიღოს ძირიდან თავისი ბურთი და დაიწყოს/გააგრძელოს კენწვლა – და კენწვლის ათვლა, კვლავ გრძელდება (პირველის დარტყმებით). ამ პრინციპით გადადის რიგი ერთი მონაწილიდან მეორეზე (მეორიდან ისევ პირველზე და ა.შ.) და გრძელდება კენწვლის დათვლა – სანამ რომელიმეს არ შეეშლება. „შეცდომა“ ნიშნავს, რომ ერთ-ერთმა, ვისი კენწვლის რიგიცაა, იმაზე ადრე დაკარგა ბურთი (ბურთის დაკარგვა ითვლება, როდესაც ის ძირს დავარდა/„იატაკს“ შეეხო), ვიდრე მეორემ გააგრძელა (ანუ ვიდრე მეორის ფეხი შეეხო (თავის) ბურთს). 3 მონაწილის პირობებშიც პრინციპი იგივეა – უბრალოდ მეორის შემდეგ რიგი გადავა პირველზე, პირველიდან ისევ – მეორეზე და ა.შ.

ბურთი: ბურთი უნდა გააკეთოთ ქაღალდისგან – ისეთი ქაღალდისგან, როგორიც თქვენ მოგიხერხდებათ, და სკოჩის საშუალებით „დააფიქსიროთ“. შეგიძლიათ გამოიყენოთ გაზეთის ფურცლები, სამზარეულოს, საპირფარეშოს ქაღალდი, ან ნებისმიერი სხვა ქაღალდი, რომლითაც თქვენთვის უფრო მოსახერხებელი ფორმისა და ზომის ბურთს დაამზადებთ (და მცირე, დამხმარე საშუალებით (მაგ. სკოჩით) დაამაგრებთ, რომ თამაშის დროს არ დაიშალოს)“, – წერია საელჩოს ფეისბუქ პოსტში.

როგორც ცნობილია, კონკურსი გამოავლენს 2 გამარჯვებულს ან გამარჯვებულ გუნდს, რომელსაც ტექნიკის მაღაზია ვაუჩერებს გადასცემს. საელჩოს ინფორმაციით, 20 მაისს გამოცხადდება, ვინ გადავა მეორე ტურში. დეტალური ინფორმაციის მიღება, შეგიძლიათ ისრაელის საელჩოს ფეისბუქგვერდზე.