ისრების სკოლაზე გადატანა არის სირცხვილი - სულხან სალაძე

პუბლიკა

ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების წარმომადგენელთა მცდელობას ისრები სკოლისკენ გადაიტანოს, რაც არის სირცხვილი – ამბობს „TV პირველთან” ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი სულხან სალაძე.

მისი თქმით, პასუხისმგებლობის გარკვეული წილი შეიძლება მართლაც ეკისრებოდეს სკოლას, „მაგრამ მთავარი რაც არის ამ საქმეში, ეს არის პოლიციის განყოფილებაში მომხდარი – ბავშვის გაყვანა და კანონიერი წარმომადგენლის მეთვალყურეობის გარეშე დატოვება”.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა იურისტები შინაგან საქმეთა მინისტრის დ მისი მოადგილის გადადგომას ითხოვენ.


15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც, პოლიციის ზეწოლის შემდეგ, მეცხრე სართულიდან გადახტა, გუშინ გარდაიცვალა გარდაიცვალა.

15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა 10-11 დეკემბერს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ სცადა. თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი, სავარაუდოდ, პოლიციის მხრიდან ძალადობა გახდა. მოზარდის დედის და ინტერესების დამცველის ინფორმაციით, განყოფილებაში გამოკითხვის დროს მოზარდზე ძალადობა ინტენსიური იყო, ის რამდენიმე წუთით გაიყვანა განყოფილების თანამშრომელმა ცალკე ოთახში, საიდანაც მოზარდი ატირებული დაბრუნდა.