„ISUZU-ის“  მარკის 40 ახალი ავტობუსი უახლოეს დღეებში 9 მარშრუტზე გადანაწილდება

პუბლიკა

თბილისის მერიის ცნობით, „ISUZU-ის“  მარკის 40 ახალი ავტობუსი უახლოეს დღეებში  9  მარშრუტზე გადანაწილდება:

N53  – ცაიშის ქუჩა (კუკია) – სადგურის მოედანი; N49 – სადგურის მოედანი – შალვა ნუცუბიძის III მ/რ (წრიული); N44 – ზემო ფონიჭალის დასახლება – ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა (გაჩერება „კონკის“ მხარეს); N47 – თავისუფალი უნივერსიტეტი (ნუცუბიძის I მ/რ) – სადგურის მოედანი (სასტუმრო „კოლხეთის“ მიმდებარედ);N22 – სოფელი ნასაგური – მეტროსადგური „ისანი“; N41 – სოფელი წინუბანი – მეტროსადგური „ისანი“;N29 – სადგურის მოედანი  (სასტუმრო „კოლხეთის“ მიმდებარედ) – სოფელი თხინვალა; N89 – მეტროსადგური „დიდუბე“ – ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა (მეტროსადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მიმდებარედ); N18 – სოფელი პატარა ლილო – მეტროსადგური „ისანი“.

თბილისის მერიის ცნობით, სატრანსპორტო კომპანიამ 2019 წელს 90 ერთეული 10-მეტრიანი MAN-ისა და 220 ერთეული 8-მეტრიანი ISUZU-ს მარკის ავტობუსი შეიძინა.