21 მარტის მონაცემებით, იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების კიდევ 793 ფაქტი დაფიქსირდა. ინფორმაცია Worldometer-ზე განახლდა.
გუშინდელი მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი იტალიაში 4,032 იყო, ხოლო განახლებული ინფორმაციით ეს რიცხვი 4,825-ია.
იტალიაში გაიზარდა ინფიცირების რიცხვიც – 21 მარტის მონაცემებით, იტალიაში ჯამში კორონავირუსის 53,578 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო 24 საათში, კიდევ 6,557 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
იტალია კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. რამდენიმე დღის წინ იტალიაში გარდაცვლილთა რაოდენობამ ჩინეთში გარდაცვლილთა რიცხვს გადააჭარბა.