იტალიაში კორონავირუსით გარდაცვალების რიცხვი, ერთ დღეში 475-ით გაიზარდა. ეს ამ მაჩვენებლის რეკორდული ზრდაა. იტალიაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 000-ს აღწევს.
კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კი ერთ დღეში 4 207-ითაა გაზრდილი.
იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 35 713 დადასტურებული შემთხვევაა, 4025 – გამოჯანმრთელებული პაციენტია.
კორონავირუსის შემთხვევა იტალიის ოცივე რეგიონშია დადასტურებული. ყველაზე უარესი მდგომარეობაა ლომბარდიის რეგიონში, სადაც ერთ დღეში 319 ადამიანია დაღუპული.