იტალიაში ინფიცირებისა და გარდაცვალების ყოველდღიური მაჩვენებელი იკლებს

პუბლიკა

Worldometer-ის მონაცემებით, იტალიაში მეორე დღეა, იკლებს კორონავირუსით როგორც ინფიცირების, ისე გარდაცვალების ახალი შემთხვევები.

დღეს, ვებგვერდის მიხედვით, იტალიაში ინფიცირების 4789 ახალი შემთხვევა და 601 ადამიანის სიკვდილი დაფიქსირდა, ხოლო გუშინ, 22 მარტს, ინფიცირების 5560 და გარდაცვალების 651 შემთხვევა აღინიშნა.

პიკი კი, ჯერჯერობით, 21 მარტს ფიქსირდება – ინფიცირების  6557 ახალი შემთხვევითა და 793 ადამიანის სიკვდილით. ამ მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსის გავრცელება კლებისკენ წავიდა.

იტალიაში ჯამში კორონავირუსი ამ დროისთვის 63 927 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 7432 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 6077 გარდაიცვალა.