იტალიაში გარდაცვლილთა რაოდენობამ ისევ იმატა, ბოლო 24 საათში 743 ადამიანი დაიღუპა

იტალიაში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ კვლავ მოიმატა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 743 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა ვირუსით ინფიცირების 5249 ახალი შემთხვევა.

ბოლო ორი დღის განმავლობაში კორონავირუსთ გარდაცვალების მაჩვენებელი იკლებდა, რის გამოც მრავალი ექსპერტი ვარაუდობდა, რომ ქვეყანას ინფიცირების პიკი უკვე გავლილი ჰქონდა.

გარდაცვლილთა რაოდენობის რეკორდული ზრდა იტალიაში 21 მარტს დაფიქსირდა –  კორონავირუსის შედეგად 793 ადამიანი გარდაიცვალა.

დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 69 176, ხოლო გარდაცვალების 6 820 შემთხვევაა დაფიქსირებული.