იტალიაში კორონავირუსით ბოლო 24 საათში კიდევ 812 ადამიანი გარდაიცვალა

მინდია გაბაძე

Worldometers-ის მონაცემებით, კორონავირუსით ბოლო 24 საათში იტალიაში კიდევ 812 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ვირუსით ინფიცირების 4 050 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

537 ადამიანი გადაიცვალა ვირუსით დღეს ესპანეთში, 29 კი – ამერიკაში.

COVID-19-ით ინფიცირების ყველაზე მაღალი საერთო მაჩვენებელი კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს –145 369.

საქართველოში კი კორონავირუსის გავრცელების სურათი ასეთია:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 100;
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 18;
კარანტინის რეჟიმში – 4 978;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 266.